თურქეთში, დანაღმული ავტომობილის აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, სირიის საზღვართან, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

აფეთქება ქალაქ რეინჰალში მოხდა. დანაღმული ავტომობილი გზის პირას იყო გაჩერებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილიდან ორი ავტომობილში იმყოფებოდნენ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ავტომობილში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულები სირიის მოქალაქეები არიან.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...