თურქეთში, COVID-19-თან დაკავშირებით ახალი მკაცრი ზომები ამოქმედდა

თურქეთში, ახალი კორონავირუსის ხელმეორედ გავრცელების გამო, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა საზოგადოებრივ ადგილებში, კერძოდ, ბაზრებში, მაღაზიებში. ამის შესასხებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უსაფრტხოების ზომების გამკაცრების ინიციატორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იყო.

მედიის ცნობით, ყველა ბაზარზე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელიც მოსახლეობას შეატყობინებს COVID-19-ის შესახებ.

ასევე, ბაზრის პერსონალმა, ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს უნიფორმა.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარკეტებში სოციალური დისტანცია ორიდან ოთხ მეტრამდე გაიზარდა.

გასასვლელიები და შესასვლელები ბაზრებსა და მარკეტებში გაყოფილი უდნა იყოს ერთმანეთისგან.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, აკრძალულია სათამაშოების გაყიდვა.

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში, ახალი ტიპის კოროვირუსით (COVID-19) გარდაიცვალა 22 ადამიანი, ხოლო საერთო ჯამში, დაღუპულ პაციენტთა რაოდენობამ 5,282-ს მიაღწია.

ქვეყანაში, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 208 938-მდე გაიზარდა, ხოლო გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 1 041 ახალი შემთხევვა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად