თურქეთში არჩევნები 2023 წლის ივნისში გაიმართება

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის ივნისში, დაგეგმილის მიხედვით ჩატარდება.

ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ვადამდელი არჩევნების შესახებ ოპოზიციის მოწოდებას უპასუხა.

“რა ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი? არჩევნები 2023 წლის ივნისში იქნება”, – განაცხადა ერდოღანმა.

მანამდე თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიების – სახალხო რესპუბლიკური პარტიისა და “კარგი პარტიის” (İYİ) ლიდერებმა ერდოღანი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს და ლირის კურსის რეკორდული ვარდნის ფონზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

კომენტარები
იტვირთება...