თურქეთში არალეგალი მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი ამობრუნდა

თურქეთის ედირნეს პროვინციაში, ლალაფაშას რაიონში არალეგალი მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსის გადატრიალების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას TRT Haber ავრცელებს.

“ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მძღოლი. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არალეგალი მიგრანტის მდგომარეობა მძიმეა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ის გახდა, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მინდორში გადაბრუნდა.

მიკროავტობუსი, რომელშიც 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სტამბოლიდან ბულგარეთში მიდიოდა.

არალეგალი მიგრანტები, რომლებიც შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

კომენტარები
იტვირთება...