თურქეთში 7.0 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

7.0 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ეგეოსის ზღვაში, რასაც ნგრევა მოჰყვა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

თურქეთის ქალაქ იზმირში ხალხი ქუჩებში შეიკრიბა, მას მერე, რაც მათ მშვიდობიანად დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი სახლები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დანგრეულია მინიმუმ 20 შენობა მხოლოდ იზმირში. ამის შესახებ ქალაქის მერმა განაცხადა.

მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა ასევე ქალაქ ბორნოვაში და  ბარაკლიში. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ თავის ტვიტერზე წერს.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად