თურქეთში, 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იყო ბათუმშიც (ვიდეო)

თურქული მედიის ცნობით, ელაზიღის პროვინციაში, ადგილობრივი დროით 20.55 საათზე, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები, 13 წუთის ინტერვალით განმეორდა. ვრცელდება ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს შენობების მცირე დაზიანებებიც. მოსახლეობა კი შენობებს ტოვებს. მიწისძვრის სიმძლავრიდან გამომდინარე, ბიძგები ბათუმშიც საგრძნობი იყო. ელაზიღის პროვინცია, აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 500 კილომეტრში მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად