თურქეთში 4,7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 4,7 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპული ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 2:43 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ მანისადან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 56 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა, ხოლო ქალაქ იზმირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 89 კილომეტრის მოშორებით.

აქამდე, 23 თებერვალს, თურქეთისა და ირანის საზღვარზე 5,9 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ იუწყება, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, თურქეთის პროვინცია ვანში 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 37 დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად