თურქეთში, 23 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, კომენდანტის საათი ამოქმედდება

თურქეთში დღესასწაულების პერიოდში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, 82-საათიანი კომენდანტის საათი ცხადდება. იუწყება CNN Turk.

თურქეთში 23 აპრილი სახალხო დღესასწაული – ეროვნული დამოუკიდებლობისა და ბავშვთა დღეა.

მოსახელობას სახლის დატოვების უფლება 10:00-დან 17:00 საათამდე მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში, ექიმთან ვიზიტის მიზნით ან შინაური ცხოველების გასასეირნებლად ექნებათ. შეიზღუდება საქალაქთაშორისო გადაადგილებაც. ქვეყნის მასშტაბით კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.

ამერიკის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემების თანახმად, თურქეთში COVID19–ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4,4 მილიონზე მეტია. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 36,9 ათასს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...