თურქეთში, 17 მაისიდან, ლოკდაუნის შემსუბუქების პროცესი იწყება

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაწესებული ლოკდაუნის შემდეგ ნორმალიზაციის პროცესი თურქეთში 17 მაისს დაიწყება. ამის შესახებ პარასკევს, თურქეთის პრეზიდენტმა, ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

“დაპირებისამებრ, ორშაბათიდან (17 მაისიდან) ჩვენ დავიწყებთ კონტროლირებადი ნორმალიზაციის პროცესს. ივნისიდან ვგეგმავთ მნიშვნელოვნად შევამსუბუქოთ ზომები, რათა ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს”, – თქვა თურქეთის ლიდერმა პარასკევს, ლოცვის შემდეგ.

ერდოღანის თქმით, თურქეთის მთავრობა ცდილობს უზრუნველყოს, რომ “მიღებული ზომები იყოს მოქნილი და არ დააზიანოს ვაქცინაციის პროცესი”.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მარტში დაიწყო, პიკს 16 აპრილს მიაღწია. ვირუსთან ბრძოლის მიზნით კი ხელისუფლებამ 25 აპრილიდან 17 მაისამდე ქვეყანაში ლოკდაუნი გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...