თურქეთმა, სირიაში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, 399 ტერორისტის განადგურების შესახებ განაცხადა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სირიაში, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის – სირიელი ქურთების თავდაცვის ძალების“ 399 მეომრის განადგურების შესახებ განაცხადა.

„ტერორისტების საერთო რაოდენობა, რომელთა განეიტრალებაც განვახორციელეთ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, 399 ადამიანს შეადგენს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებდა 342 ლიკვიდირებული ტერორისტის შესახებ. აგრეთვე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპერაციის დასაწყისში ანკარამ, ავიაციისა და არტილერიის დახმარებით 181 ობიექტი გაანადგურა.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ვაშინგტონმა თავის მხრივ, უარი თქვა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციისთვის მხარდაჭერაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ თუკი ანკარა, ოპერაციის ფარგლებში ზღვარს გადავა, თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ მზად არის ერდოღანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად