თურქეთმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ოპერაცია ქურთისტანის მუშათა პარტიისა (PKK) და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგაა მიმართული.

ოპერაციის სახელწოდებაა “მშვიდობის გაზაფხული” ((«Peace Spring»). ცნობილია, რომ პირველი საჰაერო თავდასხმა სასაზღვრო ქალაქ რას-ელ-აინს მიაყენეს.

მანამდე, სააგენტო Bloomberg– ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის ჯარის ნაწილი უკვე განალაგა.

წყაროს თქმით, ჯარის მცირე მოწინავე ჯგუფები ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს სირიის სასაზღვრო ქალაქებთან გაემგზავრნენ. სააგენტო “ბლუმბერგის” ცნობით, ქურთული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან.

თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო “როიტერს” განუცხადა, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად