თურქეთმა საფრანგეთი იმპერიალიზმში დაადანაშაულა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის, ჰამი აქსოის განცხადებით, საფრანგეთი, რომელიც ერევა თურქეთსა და საბერძნეთს შორის კონფლიქტში, აჩვენებს იმპერიალიზმს, რაც არ შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო ვითარებას.

დიპლომატმა მიმართა ევროპელებს , რომლებიც მისი აზრით, ვერ ხედავენ სიტუაციის ნამდვილ მდგომარეობას. მან ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის კონფლიქტები მხოლოდ სანაპირო ქვეყნების ძალისხმევით უნდა მოგვარდეს.

“დასრულდა მათი იმპერიალისტური ეპოქა რუკებზე ხაზების გასმით. თურქეთს შეუძლია შეაჩეროს ყველა, ვინც ცდილობს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უზურპაციას,  “არმადას” გაგზავნით”, – განაცხადა ჰამი აქსოიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად