თურქეთმა რუსეთსა და ირანს ასადის რეჟიმზე ზეწოლის განხორციელებისკენ მოუწოდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთსა და ირანს სირიის ხელისუფლებაზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რათა აღმოსავლეთ ღუთაში ავიაირიშები შეწყდეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. 

"რუსეთმა და ირანმა სირიის ხელისუფლება უნდა შეაჩერონ", – თქვა მან.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიის "აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო შეტევები მიუღებელია".

მან დასძინა, რომ იდლიბის პროვინციაში პრო-სამთავრობო ძალების შეტევა ასევე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თურქეთს, ირანს და რუსეთს შორის.

20 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დამასკოსთან ახლოს, აღმოსავლეთ ღუთაში სირიის სამთავრობო ძალების ავიაიერიშებს ბოლო ორი დღის განმავლობაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მან რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა, რომლის ტაქტიკა, მისი თქმით, ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს უპირობო დეესკალაციისკენ. რუსეთმა ასადის რეჟიმისა და მისმა მოკავშირეების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს",- განაცხადა ნოიერტმა.

ბრალდებების საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სირიაში სამოქალაქო პირების დაღუპვასთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად