თურქეთმა მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ ქვეყნის აღმოსავლეთით მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ოპერაციის მიზანი ჩრდილოეთ ერაყში, თურქეთთან საზღვართან არსებული ტერორისტების განეიტრალებაა. მასში 2625 სამხედრო მოსამსახურე და სპეცრაზმის 179 ჯგუფი მონაწილეობს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) 400-ზე მეტი წევრია განეიტრალებული, რომელიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული.

როგორც Anadolu აღნიშნავს, თურქეთის ხელისუფლება ხშირად იყენებს სიტყვა “ნეიტრალიზაციას”, რაც ნიშნავს, რომ ტერორისტები ტყვედ აიყვანეს ან მათი ლიკვიდაცია მოხდა.

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ანტიტერორისტულ ოპერაციებს რეგულარულად ატარებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად