თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ. ამის შესახებ სამშაბათს თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

“მოლაპარაკებები ტექნიკურ დეტალებზე, რომლებიც ეხება თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის საფუძვლებსა და პრინციპებს და ხელი მოეწერა შეთანხმებას. მიმდინარეობს საჭირო სამუშაოები ერთობლივი ცენტრის ადრეული მუშაობის დასაწყებად”, – ნათქვამია კომუნიკეტში.

ამავე დროს, თურქული მხარე არ ასაჯაროებს დეტალებს გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად