თურქეთმა აზერბაიჯანში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობაზე განაცხადა

თურქეთის პარლამენტმა შეიძლება განიხილოს აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობის საკითხი. ამის შესახებ მისმა სპიკერმა, მუსტაფა შენტოპმა განაცხადა.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ჯერ არ არის ასეთი საჭიროება. ”ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს მთელ მსოფლიოს, რომ მათ საკუთარი ძალებით შეუძლიათ გამარჯვების მიღწევა”, – თქვა მან.

შენტოპმა დასძინა, რომ აუცილებელია საერთაშორისო სამართლისა და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების პატივისცემა, რომლებიც მოითხოვს “სომხეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობოდ გაყვანას აზერბაიჯანის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან”. თუ ეს არ გაკეთებულა, მაშინ ბაქოს შეუძლია გამოიყენოს თავდაცვის უფლება და დახმარების თხოვნით მიმართოს ანკარას.

“ნებისმიერ ვითარებაში, თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერა ყველანაირი გზით და ნებისმიერი ფორმით უცვლელია”,- დაასკვნა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად