თურქეთმა, ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერა

ანკარაში, რუსეთის საელჩოს უსაფრთხოებას თურქეთის სპეცნაზი იცავს. ამის შესახებ თურქეთში რუსეთის საელჩოს პრესატაშე ირინა კასიმოვა იუწყება.

„გუშინდელი საღამოდან მოყოლებული, საელჩოს და თურქეთში არსებული სხვა რუსული უწყებების უსაფრთხოება გაძლიერებულია. უსაფრთხოებას პოლიციის სპეცნაზი უზრუნველყოფს“, – ამბობს კასიმოვას.

შეგახსენებთ, რომ იდლიბში, თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ კი, თურქეთის ძალებმა, სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად