თურქეთის თავდაცვის უწყება: სირიაში მოწინააღმდეგის 181 სამიზნე გავანადგურეთ

ოთხშაბათს, თურქეთის შეიარაღებული ძალები, ჩრდილო- აღმოსავლეთ სირიაში მოწინააღმდეგის 181 სამიზნეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

თურქეთის ჯარმა სირიის სასაზღვრო რაიონებში ქურთი ამბოხებულების პოზიციებზე იერიში როგორც საჰაერო, ასევე არტილერიის დახმარებით მიიტანეს.

ოპერაციის მთავარი მიზანია ქურთი მებრძოლების გამადგურებაა, რომელთაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

9 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ოპერაცია ქურთისტანის მუშათა პარტიისა (PKK) და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგაა მიმართული. ოპერაციის სახელწოდებაა “მშვიდობის გაზაფხული” ((«Peace Spring»).

აღნიშნულის შემდეგ, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიიდან ამერიკელმა სენატორებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს ითვალისწინებს. მიზეზი ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად