თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ანკარის F-35 პროგრამიდან გარიცხვა ცალმხრივი გადაწყვეტილებაა

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის განცხადებით, C-400 მიწოდებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის მიერ ანკარის F-35 პროგრამიდან გარიცხვა ალიანსის წევრებზე, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ ფლანგზე, “უარყოფით” გავლენას მოახდენს. ამის შესახებ მინისტრმა სააგენტო Anadolu-ს განუცხადა.

“თურქეთის პროექტისგან გარიცხვა ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამ კვირაში, თურქეთში C-400 კომპონენტების მიწოდების ფონზე, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ანკარას F-35- ის გამანადგურებელთა პროგრამაში მონაწილეობა შეუწყდება.
მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული განცხადების კომენტირებისას ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ის “არასწორ გზას ადგას”, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს საფრთხეს შეუქმნის. ანკარამ ვაშინგტონს მოუწოდა, რომ F-35-ის მებრძოლების წარმოების პროგრამაში თურქეთის გარიცხვა გადაეფიქრებინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...