თურქეთის სუპერლიგის მატჩში რეკორდი დამყარდა (ვიდეო)

გუშინ, თურქეთის სუპერლიგის მატჩში, “ქონიასპორი” და “მალათიასპორი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მატჩის შემდეგ ფეხბურთის მოყვარულები არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყნებში დაინტერესდნენ შეხვედრით და ეს სატურნირო ცხრილის შუაგულში მყოფ მეტოქეთა შორის სტუმრების გამარჯვების გამო არ მომხდარა.

შეხვედრის დაწყებიდან სულ რაღაც 11 წამი იყო გასული, როდესაც მსაჯმა მოედნიდან მასპინძელთა გამოცდილი მეკარე, 34 წლის ქირინთილი გააძევა, რითაც თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გაძევების რეკორდი დამყარდა.

ფეხბურთი მოყვარულებს შევახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში მეკარის მინდვრიდან უსწრაფესად გაძევების რეკორდი 13 წამია. 2000 წლის 13 აგვისტოს ინგლისის პრემიერლიგის მატჩში “შეფილდ უენსდეის” და “ვულვერჰემპტონს” შორის, მასპინძელთა მეკარე კევინ პრესმანი მინდვრიდან მე-13 წამზე მას შემდეგ გააძევეს, რაც მან თემურ ქეცბაიას დაასწრო და ხელით ითამაშა საჯარიმო მოედნის ფარგლებს გარეთ. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში თემურ ქეცბაიამ მაინც მოახერხა გოლის გატანა. მან თანაგუნდელთან გაითამაშა საჯარიმო და შეცვლაზე შესული მეკარეს ცხრიანში გაუტანა გოლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად