თურქეთის საზღვრებთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა – გადარჩენილია 35 ადამიანი

თურქეთში, პროვინცია ბალკესირის ნაპირებთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. ამის შესახებ “ანადოლუ” იუწყება.

თურქეთის სანაპირო დაცვის ძალების შტაბმა მიიღო ინფორმაცია ნახევრად ჩაძირული ნავის შესახებ.

ხალხის გადასარჩენად, სანაპირო დაცვის სამი ნავი გაიგზავნა მოცემულ სექტორში. მოხერხდა 35 ადამიანის გადარჩენა, ოთხის ძებნა კი კვლავ გრძელდება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც.

მიგრანტების ცნობით, ნავი საბერძნეთის მესაზღვრეებმა დააზიანეს, შემდეგ მათ აგრეთვე წაართვეს საწვავის მთელი მარაგი და ბოლოს მიგრანტები თურქეთის სანაპიროებთან მიიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად