თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება და მისთვის მუზეუმის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ათათურქის 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა.

აია-სოფია ბიზანტიის იმპერიის დროს, 1 500 წლის წინ როგორც მართლმადიდებლური ტაძარი აშენდა. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ოსმანთა იმპერიაში ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელმა, ქემალ ათათურქმა აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი მიანიჭა.

აია-სოფიას ტაძარი Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მანამდე ორგანიზაცია თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ ძეგლისთვის სტატუსი არ შეეცვალათ.

თურქეთში ისლამისტები დიდი ხანი ითხოვენ, რომ აია-სოფია ისევ მეჩეთად გადაკეთდეს, თუმცა ოპოზიცია მუდამ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამჯერად ძეგლისთვის სტატუსის ცვლილებაზე საუბარია პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად