თურქეთის პროვინცია ბართინის გუბერნატორის განცხადების მიხედვით, გუშინ, ამავე პროვინციაში რუსული სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა, ხოლო ექვსი – გადარჩა.
აღინიშნა, რომ სატვირთო გემზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი – რუსი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გემის ჩაძირვის მიზეზი ამინდის ცუდი პირობები გახდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შავ ზღვაში, თურქეთის პროვინცია ბართინში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა.