თურქეთის სანაპიროებთან დააკავეს გემი, რომელზეც 276 არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა

იზმირის პროვინციის ნაპირებთან, თურქეთში, დააკავეს გემი, რომელზეც 276 არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება.

იზმირის პოლიციის დეპარტამენტს კი შეატყობინეს, რომ გემი უკვე შემოწმებული იყო ნარლდერეს რაიონის სანაპიროებთან.

არალეგალი მიგრანტები ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან, სირიიდან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან, სომალიდან და ირანიდან, თურქეთის სხვადასხვა რაიონებში ცდილობდნენ შეღწევას.

დაკავებულთა შორის არის 46 ქალი და 59 ბავშვი.

ევროპაში მიგრანტების არალეგალურად გაგზავნის ორგანიზებისთვის კი 8 ადამიანია დაკავებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად