თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სომხეთი გონს უნდა მოეგოს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი გონს უნდა მოეგოს.

„სომხეთი უკვე წლებია, რაც აგრძელებს ოკუპაციურ პოლიტიკას აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მეტიც, თურქეთის წინააღმდეგაც კი ატარებს დისკრედიტაციულ კამპანიებს. არაფერი უცნაური არ არის სომხეთის ამ ორსახოვან და მიმტაცებლურ პოლიტიკაში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 16 ივლისს განახლდა სროლა წინა დღით ხანმოკლე დეესკალაციის შემდეგ. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ფრონტის ხაზის პოზიციებზე სა სოფლებზე თავდასხმაში.სომხეთის არმიის თანახმად, მათ ჩაშალეს აზერბაიჯანული მხარის რეიდი სასაზღვრო საგუშაგოზე ტავუშის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავით თონოიანი ტელეფონით დაუკავშირდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ზავის სამეთვალყურეო, ეუთოს მისიის ხელმძღვანელს, ანჯეი კასპრჟიკს და ინფორმაცია მიაწოდა უკანასკნელი ესკალაციის შესახებ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა სომხეთის ძალები, რომ თავს დაესხნენ ფრონტის პირა ძალებს და ცეცხლი დაუშინეს აზერბაიჯანის სოფლებს თოვუზის რაიონში.

სროლა განახლდა აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვრისპირა არეალში ერთდღიანი შესვენების შემდეგ, რომელიც მოჰყვა სამდღიან შეტაკებებს, რასაც სულ მცირე 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად