თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საერთაშორისო საზოგადოებას ნატო-ს გაფართოებისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

”არ მესმის, რატომ არ მიიწვიეთ საქართველო ან არ გაააქტიურეთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი “აიპრესი”), რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს”, -განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე.

”ჩვენ გვაკრიტიკეენ იმის გამო, რომ მეზობელ რუსეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან იმას, რომ საქართველო მოიწვიონ, რადგან რუსეთის პროვოცირება არ სურთ. მაგრამ საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს მისი (ნატო-ს -“აიპრესი) წევრი”,-განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად