თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი იდლიბში უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთი უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა, რომ სირიის პროვინცია იდლიბში თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტებზე თავდასხმა არ მოხდება. ამის შესახებ NTV იტყობინება.

”რუსეთი გვაძლევს გარანტიას, რომ სირიის არმია პროვინცია იდლიბში ჩვენს სადამკვირვებლო პუნქტებს თავს არ დაესხმება”, – განაცხადა მინისტრმა ნორვეგიაში ვიზიტის დროს.

ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ თურქული ჯარები სირიას დატოვებენ, როდესაც ქვეყანაში არსებული კრიზისი პოლიტიკური გზით გადაწყდება.
”მაგრამ სირიის რეჟიმს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების არ სჯერა,” – დასძინა მან.
ოთხშაბათს, 28 აგვისტოს, თურქული მედია იუწყებოდა, რუსეთის და სირიის ავიაციამ იდლიბში თურქეთის არმიის სადამკვირვებლო პუნქტებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელა. კერძოდ, იბლიბში საჰაერო ავიაიერიშების ამსახველი ვიდეო მედიაშიც გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად