თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი აფეთქება მოხდა,-ინფორმაციას CNN Türk ავრცელებს.
გარდაცვლილთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებია მობილიზებული. აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია.
გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, ქალაქ იზმირში სასამართლოს შენობასთან ორი ავტომობილი აფეთქდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.