თურქეთის პრეზიდენტს, მეჩეთის გახსნისას, თავზე კაკაბი დააფრინდა

დღესასწაულზე მისულ თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს თავზე კაკაბი დააჯდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Turkiye იტყობინება.

ინციდენტი ჰაჯი ჰაზიფ უსუფ ილმაზის მეჩეთის საზეიმო გახსნის დროს მოხდა. ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი 3 წლის განმავლობაში შენდებოდა და ქვეყნის პრეზიდენტი ამ ამბიციურ პროექტში დასაწყისიდანვე იყო ჩართული. თავად ერდოღანმა მეჩეთს უწოდა „ბრწყინვალე ნაგებობა, რომელსაც თანამედროვე ცივილიზაციის დაღი ატყვია“. ქვეყნის მეთაურს იმედი აქვს, რომ ახალი მეჩეთი მორწმუნეებს და ტურისტებს მიიზიდავს.

ტრადიციის მიხედვით, პრეზიდენტი მტრედების გალიასთან მივიდა და ფრინველები თავისუფლებაზე გამოუშვა. სწორედ ამ დროს დაესხა თავს ერდოღანს კაკაბი, რომელიც ჯერ მხარზე დააჯდა, შემდეგ კი თავზე გადაინაცვლა. პირადმა დაცვამ სწრაფად მოახერხა ფრინველის დაფრთხობა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად