თურქეთის პრემიერი: ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო

თურქული გამოცემა Milliyet –ის ინფორმაციით, თურქეთის საგამოძიებო სამსახურებს აქვთ მტკიცებულება, რომ ტერორისტულ აქტში ორი თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა. 

როგორც Milliyet–ი წერს, თურქეთის პრემიერის აჰმედ დავითოღლუს ინფორმაციით, ტერაქტი ანკარაში ორმა თვითმკვლელმა განახორციელა.

თურქეთის პრემიერმა ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოაცხადა.

დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეჰმედ მუეზიოღლუს განცხადებით, აფეთქების შედეგად 186 ადამიანს აღემატება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად