თურქეთის პარლამენტმა სირიასა და ერაყში ოპერაციის გაგრძელებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რაც ანკარას საშუალებას აძლევს, საფრთხის შემთხვევაში, ერაყსა და სირიაში სამხედრო ოპერაციები 2020 წლის 20 ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

წინა ვადა ამ წლის 30 ოქტომბერს ამოიწურა.

თურქი პარლამენტარები გადაწყვეტილებას 2014 წლიდან ყოველწლიურად ანახლებენ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანკარა სირიის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში სამხედროპ ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ შესაძლო სამხედრო ოპერაციის ყველა მზადება დასრულებულია.

თეთრი სახლის ცნობით, შეერთებული შტატები სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციას მხარს არ უჭერს და არც მონაწილეობას მიიღებს.

8 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის ჩრდილოეთ ნაწილიდან ამერიკის ჯარის გაყვანის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თავის ქურთ მოკავშირეებს არ ტოვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად