თურქეთის მოთხოვნით, NATO, სირიაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო კონსულტაციებს გამართავს

NATO, თურქეთის მოთხოვნით, დღეს, 28 თებერვალს, სირიაში შექმნილი სიტუაციის საკითხების განხილვის მიზნით საგანგებო სხდომას გამართავს. შესაბამისი ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მიხედვით, ალიანსის ნებისმიერ წევრ-ქვეყანას შეუძლია კონსულტაციების მოთხოვნა, თუკი მიაჩნია რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ან უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის.

შეგახსენებთ, რომ იდლიბში, თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ კი, თურქეთის ძალებმა, სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად