თურქეთის მოქალაქეს, რომელმაც გორში მძინარე პოლიციელი მოკლა, ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქემ პოლიციელს კისრის არეში მიაყენა ჭრილობა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

“შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ჰ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ჰ.დ.-მ ქ.გორში, პოლიციის თანამშრომლის დ.ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი მდგმურად იმყოფებოდა, სოცოცხლის მოსპობის მიზნით, დანის გამოყენებით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა მძინარე დ.ს-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურამ ჰ.დ-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. ჰ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურამ ბრალდებულ ჰ.დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად