თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაციის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთის მიერ სირიის ჩრდილეთით დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

წყაროების ცნობით, დაღუპულთა შორის – რვა მშვიდობიანი მოქალაქეა.

გარდა ამისა, თურქული გაზეთი Daily Sabah წერს, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ, თურქეთის ჯარმა “ტერორისტთა 55 სამიზნე” გაანადგურა. თუმცა, მედია უფრო დეტალურ მონაცემებს არა აკონკრეტებს.

ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის- “მშვიდობის გაზაფხული” დაწყების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ოპერაციის მიზანი ქურთი ამბოხებულებისა და ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან იმყოფებიან.

ოპერაციაში მონაწილეობენ თურქეთის შეიარაღებული ძალები, ასევე სირიის ეროვნული არმია, რომელიც ანკარას მხარს უჭერს. გეგმის თანახმად, მთავარი ამოცანაა მდინარე ევფრატიდან ერაყის საზღვართან 480 კმ სიგრძისა და 32 კმ სიღრმის ზონის შექმნა, რომელიც მებრძოლებისგან თავისუფალი იქნება.

თავდაპირველად, თურქული მხარე შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ ქურთისტული მილიციისა და ტერორისტებისგან თავისუფალი ზონის შექმნა იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ ერთობლივი გეგმის განხორციელება შეწყდა. თუმცა, ანკარამ დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად