თურქეთის მაშველებმა შავ ზღვაში ჩაძირული რუსული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრების ძებნა განაახლეს

თურქეთის სამაშველო სამსახურებმა, ბართინის პროვინციის სანაპიროებთან ჩაძირული რუსული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განაახლეს

სამუშაოებში მონაწილეობენ თურქეთის სანაპირო დაცვა და მთავრობის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანო. მიმდინარეობს ეკიპაჟის იმ წევრების ძებნა, რომლებიც კვირას ვერ იპოვნეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შავ ზღვაში, თურქეთის პროვინცია ბართინში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. ბართინის გუბერნატორის განცხადების მიხედვით, მათ ეკიპაჟის ოთხი წევრის ცხედარი იპოვნეს, ხოლო ექვსი – გადაარჩინეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გემის ჩაძირვის მიზეზი ამინდის ცუდი პირობები გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად