თურქეთის ხელისუფლებამ ”ისლამური სახელმწიფოს” დაკავებული მებრძოლების გაძევება დაიწყო

თურქეთმა უცხოელი ტერორისტების დეპორტირება დაიწყო. იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, ქვეყნიდან გააძევებენ ტერორისტს, რომელიც თურქეთში შეერთებული შტატებიდან ჩავიდა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, გერმანელი ტერორისტის დეპორტაციის თაობაზე დოკუმენტებს ამზადებენ. დღის განმავლობაში დანიაში კიდევ ერთ ტერორისტს გაგზავნიან.

ამრიგად, დღეში თურქეთიდან სამი უცხოელი ტერორისტის დეპორტირება განხორციელდება.

ხუთშაბათს, 14 ნოემბერს, შვიდი ექსტრემისტის დეპორტაცია იგეგმება. ისინი გერმანელი ემიგრანტები არიან, რომლებიც სპეციალურ ცენტრებებში არიან განთავსებული.

მანამდე, სააგენტო Anadolu თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით წერდა, რომ
რომ თურქეთი 11 ნოემბერს დაკავებული “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების ექსტრადირებას დაიწყებდა იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი წარმოშობით არიან.

”ევროპას ვუთხარით: ჩვენ ამ ხალხს დაგიბრუნებთ”, -განაცხადა მინისტრმა.

მანამდე, უწყების ხელმძღვანელმა ბელგიის მიერ გამოთქმული წინადადება დაგმო, რომ დაპატიმრებული მებრძოლების სასამართლო პროცესი ჩატარდეს იმ ქვეყნებში, სადაც მათ დანაშაულები ჩაიდინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად