თურქეთი და საქართველო კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხდნენ

2020 წლის 14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი კოორდინირებული საქმიანობის საკითხები განიხილა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერან ოზგანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე განხილული იქნა ის ღონისძიებები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობა მიმართავს დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. აღინიშნა ვირუსის გავრცელების შემდგომი პრევენციისთვის საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობა. მაღალი შეფასება მიეცა ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებს.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად