თურქეთი და აშშ, თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ

თურქეთი და აშშ, თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უსაფრთხო ზონის ხაზი 444 კილომეტრის სიგრძის იქნება და მას თურქი ჯარისკაცები გააკონტროლებენ.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მრჩეველი აცხადებს, რომ წერილობითი შეთანხმების არ არსებობა ვაშინგტონთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკითხში მხარეები ვერ მორიგდნენ. მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში, ვაშინგტონისა და ანკარას თანამშრომლობა განხორციელდება, როგორც ეს NATO-ს წევრ ორ სახელმწიფოს შორის ხდება.

9 ოქტომბერს, ანკარამ, სირიის ჩრდილო-აღმოსვლეთ ნაწილში დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ოპერაცია მიმართულია ქურთი „სახალხო დაცვის ერთეულებისა“ და „სირიის დემოკრატიული ძალების“ წინააღმდეგ, რასაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

17 ოქტომბერს, აშშ და თურქეთი 120 საათით ანკარას სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ამ დროის განმავლობაში, ქურთულმა ფორმირებებმა საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით უნდა დაიხიონ, რის შემდეგაც თურქეთი შევა ამ ტერიტორიაზე და იქ უსაფრთხო ზონას შექმნის. მომდევნო დღეს კი კვლავ გავრცელდა ინფორმაცია სროლების გაგრძელების შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია კი რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უარყო და დეზინფორმაცია უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად