თურქეთი COVID19-ის ვაქცინის ტესტირებას იწყებს

თურქეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას იწყებს, ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

ვაქცინის ტესტირება სექტემბრის დასაწყისში დაიწყება.

აღსანიშნია, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში თურქეთში, კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა ახალი ტიპის კოროვირუსის შედეგად (COVID-19).

კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 263,998-მდე გაიზარდა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსზე 1,491 ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსისგან ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 995 ადამიანი, რის შედეგადაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 240 792 ადამიანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად