თურქეთი 2019 წლის 1 იანვრიდან ტურისტებისთვის უსაფრთხოების გადასახადს აწესებს

თურქეთი 2019 წლის 1 იანვრიდან ტურისტების უსაფრთხოების გადასახადის სახით 1.5 ევროს აწესებს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს. თანხის გადახდა აეროპორტშივე აუცილებელი იქნება.

თავდაპირველად, გადასახდელი თანხის ოდენობა 3 ევროთი განისაზღვრა. თუმცა, თურქეთის ტურისტული სააგენტოს ასოციაცია TURSAB-მა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს მეჰმეთ ნური ეროსიუს განცხადებით მიმართა, რომ თანხის რაოდენობა შეემცირებინა. მისი თქმით, მილიონობით ტურისტს თურქეთში 2019 წლის დასვენებისთვის თანხა უკვე გადახდილი აქვს.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ საფასური  1.5 ევრომდე შემცირდა.

“ტურისტული თვალსაზრისით თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა კარგი ფასები და ხარისხია. ოქტომბრის თვეში, 2019 წლისთვის უკვე ტურისტული პაკეტი  გაიყიდა, რაც ახალი გადასახადის გათვალისწინებით მილიონობით უცხოელმა ტურისტმა შეიძინა. თუ ეს ხარჯები ტურ ოპერატორებზეა დაწესებული, ისინი მილიონ ევროს გადაიხდიან “, – განაცხადა  Tursab-ის მეთაურმა, ფირუზ ბალიკაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...