თურნავა: ვმუშაობთ მარკეტინგულ მიმართულებაზე, გვაქვს მიმდინარე კონტრაქტი CNN-თან

“გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები CNN-თან, “ბლუმბერგთან, ” ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან, ვსაუბრობთ “გუგლთან”-ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ძალიან ბევრს ვმუშაობთ მარკეტინგულ მიმართულებაზე. წელს ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საქართველოს პოზიციონირებაზე გლობარული პლატფირმების მეშვეობით. გვაქვს მიმდინარე კონტრაქტები CNN-თან, “ბლუმბერგთან, ” ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან, ვსაუბრობთ “გუგლთან”. ამ გლობალური პლატფორმებით იქნება მაქსიმალურად ეფექტურად მათი გლობალური წვდომის არეალით ცნობადობა გატანილი საქართველოს შესახებ. კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ საქართველო უნიკალურია და უსაფრთხო ტურისტული ბაზარიდა ადგილი”-განაცხადა თურნავამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად