თურნავა: ვმუშაობთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, შეხვედრის ფარგლებში გადაწყდება დამატებითი პაკეტის საჭიროება

ასე პასუხობს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა “აიპრესის” კითხვას, აპირებს თუ არა, საქართველოს მთავრობა, გამოიყენოს „ქართუ“ ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი.

“აიპრესის” კითხვაზე “ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზადყოფნას, კორონავირუსის COVID 19-ის პრევენციისთვის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. აპირებს თუ არა, საქართველოს მთავრობა, გამოიყენოს „ქართუ“ ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი? რა მიმართულებით მოხდება თანხების მობილიზება?” ნათია თურნავა პასუხობს:

” ფონდი “ქართუ” როგორც ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას. დგას, პირველრიგში, საქართველოს მოსახლეობის გვერდით. რა თქმა უნდა, მთავრობის გვერდით, როდესაც გლობალური გამოწვევა გვიდგება წინ.

ეს იყო თბილისის წყალდიდობის დროს, სხვა მრავალი აუცილებელი პროქტის შესრულებისას. ახლაც, როგორც ყოველთვის მზადყოფნას გამოხატავენ დახმარებითვის.

ჩვენ, ჯერ ვმუშაობთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, ვსაუბრობთ სხვადასხვა დონორ ორგანზიაციასთან, ვინც გამოხატა დახმარების სურვილი. ამ პაკეტის ფარგლებში გადაწყდება დამატებითი პაკეტის საჭიროება. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ “ქართუს”, რომელიც ქართველი ერის გვერდთი დგას”-ამბობს თურნავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად