თურნავა: რაც უფრო მალე აღდგება ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადების თქმა გამიჭირდება, რადგან შეჩერების გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი აზრით, რაც მალე აღდგება, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, არაერთხელ გვითქვამს – რადგან ფრენების შეჩერებამ დააზარალა უბრალო ადამიანები, ჩვენი ოჯახები, მცირე ბიზნესი და საოჯახო სასტუმროები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და ფრენები აღდგება. ჩვენი შესაბამისი სამსახურები, ვინც საჰაერო სივრცის საკითხებს განაგებს, მზად არიან და უკვე გარკვეული წერილობითი კომუნიკაცია ჰქონდათ, საჭიროების შემთხვევაში დიალოგში ჩაერთონ“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად