თურნავა: რატომ უნდა ჰქონოდა რომელიმე პოლიტიკოსს მოლოდინი, რომ “გაზპრომი” ჩვენთვის გამონაკლისს დაუშვებდა?

“რა თქმა უნდა, ნატურით გადასახადი ჯობდა მონეტარულ ფორმას, მაგრამ „გაზპრომი“ ყველა სახელმწიფოსთან გადავიდა მონეტარული გადახდის ფორმაზე”. – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარალამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „გაზპრომთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბოლო წლებია, „გაზპრომი“ ყველა ქვეყანასთან მონეტარული გადახდის ფორმაზე გადავიდა. მათ შორის ისეთ მეგობარ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორიცაა ბელარუსი. რატომ უნდა ჰქონოდა რომელიმე პოლიტიკოსს, ან პოლიტიკურ ძალას მოლოდინი, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი რუსეთის ჯარის მიერ გვაქვს ოკუპირებული, და რატომღაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ ჩვენთვის გამონაკლისს დაუშვებდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას კითხვაზე, თუ საქართველო რუსეთის პირობას არ დათანხმდებოდა, შეწყვეტდა თუ არა რუსეთი საქართველოსთვის გაზის მოწოდებას, მინისტრი აცხადებს, რომ შეიძლება ასეც მომხდარიყო.

„ორი მიმართულებით შეიქმნებოდა სირთულე, ერთი სომხეთთან მიმართებაში და მეორე ტექნიკური პრობლემა შეექმნებოდა საქართველოს, რამდენადაც ბალანსისთვის, გარკვეული რაოდენობა რუსული გაზის ყოველთვის გამოიყენებოდა, მათ შორის შესაძლოა, გაზის მოწოდებაც შეეწყვიტა რუსეთს,“-განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, „გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტი კომერციული საიდუმლოებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...