თურნავა: პირბბადეების ადგილობრივი წარმოება, ის არ იქნება ერთჯერადი გამოყენების და ექვემდებარება გარცხვას

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოება, რასაც ჩვენ ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ეს არის დოლბანდის პირბადეები რომელთა წარმოება და სტანდარტი შეთანხმებულიa დაავადებათა კონტროლის ცენტთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარეს ტესტირება. ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ როგორი ტექნოლოგიით უნდა დამზადდეს ეს პირბადეები.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პირბადეები არ არის ერთჯერადი გამოყენების, ექვემდებარება გარეცხვას. ეს ისეთი წარმოებაა, რომელიც აქამდე არ გაგვანჩნდა აქედან გამომდინარე რადენობა არის შეზღუდული. კერვის ფუნქცია გადავანაწილეთ რამდენიმე საწარმოში”, – განაცხადა ნათია თურნავამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად