თურნავა: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო ერთიანდება

ამის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა:

“დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო ერთი ფანჯრის პრინციპის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯი, ჩვენ შემოვედით საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის შემდეგადაც გვინდა, რომ გავაერთიანოთ ეკონომიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დღეს არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მომსახურების სააგენტო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომსახურების სააგენტო ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას, შესაბამისად, იმისთვის რომ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის უფრო მარტივი იყოს ამ სერვისით სარგებლობა და ეს სერვისი მოექცევა ერთ ქუდს ქვეშ, ანუ ჩვენი ქონების მართვის სააგენტო შეითავსებს მოძრავი და უძრავი ქონების განკარგვის პროცედურებს და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით უფრო მარტივად იქნება სერვისი შეთავაზებული.

ამას გარდა, ეს პაკეტი მოიცავს სხვა გარკვეული ტიპის გამარტივებებს, მაგრამ მთავარი და ძირითადი ეს არის, სტრუქტურული გამარტივება, ერთი ფანჯრის პრინციპი ყველანაირი სახის სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად