თურნავა NDI-ს კვლევაზე: ჩვენში დიდ სანდოობას არ იწვევს

“მიუხედავად იმისა, რომ NDI-ის სათაო ოფისი არის საკმაოდ სოლიდური ორგანიზაცია და ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამ თვალსაზრისით კითხვები არ გვაქვს”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

“მაგრამ სამწუხაროდ ტრადიციულად აქ ადგილზე ირჩევს ისეთ პარტნიორებს, ადგილობრივ კომპანიებს საველე სამუშაოებისთვის რომელთა შეფასებები ყოველთვის ხდება პოლიტიკური შეფასებების საგანი და არ იწვევს დიდ სანდოობას ჩვენში, აქედან გამომდინარე, ძალიან ღრმად რომ არ შევიდე ამ შედეგების კომენტირებაში, უბრალოდ ვიტყვი რომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ გამოწვევებს ეკონომიკაში და რაც არსებობს სოციალურ სფეროში, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ვიცით რაც არის ჩვენი პრობლემები, ეს არის სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, ეს არის დასაქმება რომელიც უნდა გავზარდოთ და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ვპასუხობთ კონკრეტული პროგრამებით და საბიუჯეტო პროგრამებით რომელიც ახლა მოგახსენეთ.
NDI-ის კვლევები ამ თვალსაზრისით რომელიც ტრადიციულად პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადოებრივ აზრის მანიპულაციის ბერკეტად, არ არის ჩვენი სახელმძღვანელო. ჩვენი სახელმძღვანელო არის ოფიციალური სტატისტიკა, სადაც არც მეთოდოლოგია და არც ციფრები არ იწვევს კითხვას. სადაც პრობლემებია ასახული, ასევე პროგრესი და წინსვლაა ასახული ბევრი მიმართლებით. ასევე კონკრეტული პროგრამებია ჩვენი სახელმძღვანელო რაზეც ყოველთვის ვსაუბრობთ, როგორ ვძლევთ სიღარიბეს და როგორ ვეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს. ეს არის ჩემი პასუხი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად