თურნავა: მიუხედავად კოვიდისა, ჩვენი პორტები არ გაჩერებულა და ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში

ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ვაქცინაციის პროცესსს დაესწრო. იმუნიზაციის პროცესში დღეს საზღვაო სექტორში დასაქმებული ადამიანები ჩაერთნენ. ნათია თურნავას განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ სტატისტიკა მზარდია, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები და სრული ლოქდაუნი არ იგეგმება.

„ვაქცინავია დაწყებულია, ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობის დოზები. ორი მილიონი დოზა, სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არის შემოტანილი. კიდევ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“ უახლოეს პერიოდში შემოვა. ძალიან დიდი მოთხოვნა არის ყველა წარმოების ვაქცინაზე, მათ შორის განსაკუთრებით „ფაიზერს“ ელოდა ჩვენი მოსახლეობა. დღეს არის შესაძლებლობა, რომ ყველა დარეგისტრირდეს და არსებული წესის მიხედვით ჩაიტაროს ვაქცინაცია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, ჩვენ შევძლებთ შევებრძოლოთ და შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება. თან, არ ჩავკეტოთ ჩვენი ეკონომიკა.

პირიქით, ხელი შევუწყოთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. მე პირადად, პრემიერ მინისტრის დავალებით ვაორგანიზებ და ვესწრები კიდევაც, მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების, მნიშვნელოვანი სექტორების თანამშრომლების ვაქცინაციას. დღეს მაგალითად, ფოთის საზღვაო ინფრასტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციას ვესწრები. როგორც ვიცით 60-ზე მეტი ადამიანი დღეს არის ჩაწერილი და იტარებს ვაქცინაციას. ესენი არიან „ემ პი ემ“ ტერმინალის თანამშრომლები, ბათუმის პორტის თანამშრომლები, საზღვაო სექტორის წარმომადგენლები აქ ფოთში. ეს ის სფეროა, რომელიც უსაფრთხოდ ფუნქციონირებდა დღემდე. მიუხედავად კოვიდისა, ჩვენი პორტები არცერთი წამით არ გაჩერებულა და ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში. ვაქცინაცია არის ამის უტყუარი ძალა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები
იტვირთება...