თურნავა: მინდა დავამშვიდო ევროპაში მყოფი თანამოქალაქეები, ორგანიზებულად მოხდება მათი ჩამოყვანა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ამ დრომდე, გარკვეული მიზეზების გამო ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, სახელმწიფო სპეცრეისებს დანიშნავს, რომელსაც აირზენა შეასრულებს.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომერციული რეისი შეწყდა, დაინიშნება სპეციალური რეისები.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები. პრევენციის ძალიან დიდი ნაწილია ისიც, რომ ორგანიზებულად მოვახერხოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა რისკის ქვეყნებიდან და მათ შესაბამისი პირობები დავახვედროთ აქ, იქნება ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შევწყვიტეთ ყველა სახის კომერციული ფრენა და დავტოვებთ ამ კომუნიკაციას მხოლოდ აირზენას მეშვეობით.

განვსაზღვრეთ ის ჰაბები ევროპული, საიდანაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა, ამის შესახებ ინფორმაციას სრულად ფლობენ ჩვენი საელჩოები. მე მინდა დავამშვიდო ის თანამოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ევროპაში, მათ დროულად  მიეწოდებათ ინფორმაცია და ორგანიზებულად მოხდება მათი ჩამოყვანა. დღეს ეს ქალაქებია ბერლინი, ამსტერდამი, პარიზი და ჩვენ კიდევ დავამატებთ სხვა ქალაქებს საჭიროების შემთხვევაში. – განაცხადა ნათია თურმავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად