თურნავა: ივანიშვილს ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია საქართველოსთვის, მილიარდები იხარჯება მისი მხრიდან

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს.

„ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები, ძალიან ბევრი რამ გაუკეთებიათ და კვლავ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის, უშუალოდ მილიარდები იხარჯება მისი მხრიდან იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იმისთვის, რომ ზოგადად განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა.

ეს არის უანგარო დახმარება და რა თქმა უნდა, იგი არის გლობალური მასშტაბის მქონე მეცენატი და არაფერია ამაში გასაკვირი, რომ ყურადღებას უთმობს არამხოლოდ საქართველოს განვითარებას და წინსვლას, არამედ გლობალურ პრობლემებს, რომელიც მაგალითად, არის კლიმატური ცვლილებები, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი მოქმედებს საქართველოზეც მათ შორის.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად